ისრაელს მიზეზის შექმნა უნდა იმისთვის, რომ ომში შეერთებული შტატები ჩართოს - ლავროვი

29 სექტემბერი 2024, 16:14 233 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის განცხადებით, ისრაელს მიზეზის შექმნა უნდა იმისთვის, რომ ომში შეერთებული შტატები ჩართოს.

"ისრაელი პოლიტიკური მკვლელობებით თეირანის პროვოცირებას ცდილობს, თუმცა, ირანის ხელისუფლება მაქსიმალურად თავშეკავებულად იქცევა", - ამბობს ლავროვი.

მან ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაციას, გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, პოლიტიკური მკვლელობა უწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში