ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

30 სექტემბერი 2024, 08:01 204 ნახვა

ალექსეი ნავალნის კოლონიაში მოწამვლის დამადასტურებელი დოკუმენი მოიპოვეს, ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Insider ავრცელებს. მათი ცნობით, ჟურნალისტებმა მიაგნეს ასობით ოფიციალურ დოკუმენტს, რომლებიც ნავალნის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული და ირკვევა, რომ ხელისუფლებას სპეციალურად აქვს ამოღებული ჩანაწერები იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ ემთხვევა.

წერია, რომ ნავალნი უჩიოდა მუცლის ტკივილს, ღებინებასა და კრუნჩხვებს, თუმცა მოგვიანებით, ხელისუფლების გავრცელებულ ცნობებში ეს ცნობები ამოღებულია.

ცნობისთვის, გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად ბუნებრივი სიკვდილი სახელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში