გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ბაქოში, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა

30 სექტემბერი 2024, 17:19 324 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილეები ნათია მერებაშვილი და გიორგი ბადაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ეფექტიან პარტნიორობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრის დასასრულს, კამრან ალიევმა საქართველოს გენერალური პროკურორი ბაქოში, 15 ნოემბერს დაგეგმილ მაღალი დონის პლენარულ სხდომაზე მიიწვია, რომელიც გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან თანამშრომლობით გაიმართება",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში