ავარიით დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან

10 აპრილი 2017, 00:00 2604 ნახვა

თურქეთში ავტოავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე სტაციონარულ მკურნალობას რიზეს საავადმყოფოში გადიან. ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულია.

დაშავებულები მოინახულეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და შუახევის გამგებელმა. ზაალ მიქელაძის განცხადებით სამედიცინო ხარჯებს მთავრობა აანაზღაურებს. რიზეში იმყოფება, საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ავთანდილ მიქაცაძე.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში