ქალთა მიმართ ძალადობა - პრობლემის მოგვარების გზები

30 სექტემბერი 2024, 18:23 545 ნახვა

ავსტრიის განვითარების ფონდის დაფინანსებით ბათუმში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე სემინარი მიმდინარეობს. შეხვედრას იურისტები, სოც მუშაკები, ფსიქოლოგები და სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლები ესწრებიან.

მათ გამოცდილებას სისხლის სამართლის, სასამართლო ექსპერტიზის, კრიმინოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით უცხოელი პროფესორები უზიარებენ. შეხვედრის მიზანი  ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მსჯელობა და სამომავლო თანაშრომლობაა.

იგეგმება შეხვდრები სპეციალისტებთან პრაქტიკული უნარჩვევების განვითარების მიზნით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში