ბათუმში სპორტული ფორუმი გაიმართა

30 სექტემბერი 2024, 22:34 317 ნახვა

ბათუმში აჭარის ა.რ. მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა ფორუმი "სპორტული წარმატების სტრატეგია".

აღნიშნული ფორუმის მიზანი სპორტის სფეროს მმართველობაში გამოცდილების გაზიარება და სიახლეების დანერგვაა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-მდე დელეგატმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა და პარასპორტსმენებმა.

თემატურ ჯგუფებში გაიმართა დისკუსია შემდეგ თემებზე: სპორტული წარმატების სტრატეგია, სპორტის მართვის სამართლებრივი საფუძვლები, თანამედროვე კლუბის შექმნა და მართვა, სპორტის მედიცინა და სპორტის ფსიქოლოგია, სპორტის მარკეტინგი, სახელმწიფო და სპორტი.

ფორუმს ესწრებოდა აჭარის ა.რ. მთავრობის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ასევე ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელები, მსაჯები, სპორტსმენები და პარასპორტსმენები, ვეტერანი სპორტსმენები და სპორტული მედიის წარმომადგენლები.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში