გორგილაძის ქუჩაზე ავარიულ სახლში კედელი ჩამოინგრა 

01 ოქტომბერი 2024, 11:16 391 ნახვა

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე  ავარიულ სახლში კედელი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად, როგორც ლია ნარჩემაშვილი ამბობს  დაზიანება მიიღო, თუმცა  კლინიკაში გადაყვანა  საჭირო არ გამხდარა. 

სახლში მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ  საცხოვრებელი ავარიულად რამდენიმე წლის წინ შეფასდა, თუმცა მერიის ავარიული სახლების პროგრამაში  ჩართული არ იყვნენ და ინვესტორს ელოდებოდნენ.

ბათუმის ვიცე მერის განცხადებით, ოჯახს დროებით ქირით გაიყვანენ, რის შემდეგაც  თავად უნდა გადაწყვიტონ ჩაერთვებიან თუ არა  ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში