პარლამენტში საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურა დაიწყო

01 ოქტომბერი 2024, 14:51 287 ნახვა
 

საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის (თანდართულ მასალებთან ერთად) და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ დოკუმენტის განხილვის პროცედურა დაიწყო.

პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა ბიუჯეტის პროექტისა და თანდართული მასალების განხილვის განრიგს (2024 წლის 3-15 ოქტომბერი), რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შეადგინა.

პროექტის თანახმად: რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1,5%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%); ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს;

2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულად დაფინანსება.

პროექტის მიხედვით, საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 2 281,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 26 850,5 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების (ასიგნებების) მოცულობა შეადგენს 27 046,5 მლნ ლარს (2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 2 016,1 მლნ ლარით).

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში