ძალადობის მსხვერპლი თავშესაფრის მიღმა

10 აპრილი 2017, 00:00 2865 ნახვა

ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო კანონს ამკაცრებს. შემაკავებელი ორდერი დაწერისთანავე, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე შევა ძალაში, რაც უფრო სწრაფი რეაგირებისკენაა მიმართული.

რეგიონში არსებობს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეების რეაბილიტაციის ცენტრიც, თუმცა დავინტერესდით როგორ ზრუნავს სახელმწიფო სხვა ტიპის კრიზისულ ვითარებაში მყოფებზე. მაგალითად უმწეო, უსახლკარო, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეებზე, რომლებიც სამართლებრივის გარდა ფსიქოლოგების  დახმარებას და თავშესაფრით უზრუნველყოფას საჭიროებენ.

რეგიონში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, თუმცა არ არსებობს სახელმწიფო ერთიანი სარეაბილიტაციო ცენტრი. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში