თუ ისრაელი საპასუხო ქმედებას განახორციელებს, ჩვენი სამიზნე მთელი მათი ინფრასტრუქტურა იქნება - ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი

02 ოქტომბერი 2024, 09:46 342 ნახვა

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი ისრაელის წინააღმდეგ  თეირანს განმეორებითი შეტევით  დაიმუქრა.  სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას, ბაგერიმ თქვა, რომ ოპერაცია განმეორდება  უფრო ძლიერად, თუ ისრაელი სამშაბათს საღამოს ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას უპასუხებს.

ირანმა 180-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა  ლიბანში თეირანის ჰეზბოლას მოკავშირეების წინააღმდეგ ისრაელის კამპანიის საპასუხოდ. ისრაელმა პირობა დადო, რომ "მტკივნეულ პასუხს" გასცემდა მის მტერს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა    განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმამ ისრაელზე კრახი განიცადა. ისრაელმა განაცხადა, რომ ირანიდან გასროლილი რაკეტების შესაჩერებლად ისრაელის საჰაერო თავდაცვა გააქტიურდა, ირანული რაკეტების განეიტრალებაში   აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდებიც მონაწილეობდნენ.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ თავდასხმა იყო შურისძიება ისრაელის მიერ ბოლო დროს მათი ლიდერების მკვლელობებზე და აგრესიაზე ლიბანსა და ღაზაში.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში