კოპენჰაგენში ისრაელის საელჩოსთან ორი აფეთქება მოხდა 

02 ოქტომბერი 2024, 13:22 366 ნახვა

დანიის პოლიციამ განაცხადა, რომ ისრაელის საელჩოს  სიახლოვეს მომხდარი ორი აფეთქების ფაქტს იძიებს. დაშავებულები არ არიან. ისრაელის საელჩომ ფეისბუქ-გვერზე აფეთქებების გამო შეშფოთება გამოხატა, თუმცა განაცხადა, რომ სრულად ენდობა დანიის პოლიციას, რომელმაც დაიწყო გამოძიება.

საელჩოს ირგვლივ ტერიტორია გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია სამხედროები და პოლიციელები. აფეთქებები ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე მოხდა. ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ისრაელმა, რომელიც ებრძვის ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას ლიბანში, პირობა დადო, რომ ირანის თავდასხმას უპასუხებს. 

საელჩოს მახლობლად მდებარე ებრაული სკოლა დანაშაულის ადგილის სიახლოვის გამო, დღეს დაიკეტა- განუცხადა როიტერს დანიის ებრაული თემის წარმომადგენელმა. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია რამდენიმე სხვა  ქვეყნის საელჩო და საკონსულო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში