ისრაელში განხორციელებულ ტერაქტზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქ ემსხვერპლა, ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო პასუხისმგებლობა

02 ოქტომბერი 2024, 22:02 321 ნახვა

პირველ ოქტომბერს თელ-ავივში, იაფაში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ილია ნოზაძე ემსხვერპლა, ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო პასუხისმგებლობა.

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ ორი ტერორისტი შევიდა მეტროს ტრამვაის ვაგონში და ცეცხლი გაუხსნა მგზავრებს.

ჰამასის განცახდებით, მისი ორი მებრძოლი შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, დაჭრეს ერთი ჯარისკაცი და წაართვეს იარაღი, რის შემდეგაც სროლა დაიწყეს.

 თავდასხმას საქართველოს ერთი მოქალაქე  ილია ნოზაძე ემსხვერპლა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში