გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

10 აპრილი 2017, 00:00 1700 ნახვა

მსახიობ გივი ბერიკაშვილს ხუთშაბათს, 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ. ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი,  83 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

მსახიობი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანში, სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს რუსთავის, სოხუმისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრებში მუშაობდა. საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი იყო.

ამავე კატეგორიაში