დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

11 აპრილი 2017, 00:00 2688 ნახვა

თურქეთში ავტოავარიისას დაშავებულები რიზეს საავადმყოფოში რჩებიან. ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა, სამი კი კვლავ რეანიმაციაშია მოთავსებული, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. შესაძლოა,  ისინი კვირის ბოლომდე საქართველოში გადმოიყვანონ. მკურნალობის ხარჯებს ადგილზე თურქეთი, საქართველოში კი აჭარის მთავრობა აანაზღაურებს. რიზეში იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში. ავტოსაგზაო შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. მიკროავტობუსი სახანძრო მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 5  ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში