ღამის კლუბებში უცხოელებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ 15 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

04 ოქტომბერი 2024, 10:08 305 ნახვა
 
 

თბილისის ღამის კლუბებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე, და აღნიშნავენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაადასტურებს.

საქმის პროკურორი კი  აცხადებს,  რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რაც მოსამართლემ გაიზიარა და  სწორედ ამიტომ მიიღო დაკავებულების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება. 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში