ისრაელმა ბეირუთში კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმა განახორციელა

04 ოქტომბერი 2024, 10:27 291 ნახვა
 
 

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელმა კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რომლის სამიზნე „ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, ჰაშემ საფიედინი იყო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Axios-ის რეპორტიორი ბარაკ რავიდი ორ ისრაელელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე საფიედინი იყო, რომელმაც, დიდი ალბათობით, რამდენიმე დღის წინ ლიკვიდირებული „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა უნდა ჩაანაცვლოს.

ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულ საკითხზე, კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო იერიში მიიტანა. ისმოდა ძლიერი აფეთქებების ხმა და საჰაერო თავდასხმის ადგილიდან დიდი კვამლი ამოდიოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში