„ბიაფი“ 2024  დასრულდა

04 ოქტომბერი 2024, 09:50 274 ნახვა

საავტორო კინოს ბათუმის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF]  დასრულდა.  წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო   30 სრულმეტრაჟიანი და 25 მოკლემეტრაჟიანი, ასევე  იყო   არასაკონკურსო   ფილმი.    

ნაჩვენები იყო  14 ქართული ფილმი. მათ შორის 4  ბათუმელი რეჟისორის  მიერ გადაღებული.   

დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული და პრიზიორი ფილმები. BIAFF მხატვრულ ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექციაში, რომელსაც აფასებდა ხუთკაციანი   გაიცა შემდეგი პრიზები    საუკეთესო ფილმი - „პანოპტიკონი“,  გიორგი სიხარულიძე, საუკეთესო რეჟისურა - მათიას გლასნერი, ფილმისთვის „მომაკვდავი“,  საუკეთესო მსახიობი ქალი - სალომე დემურია, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი  - გუსტაფ ჰამარსტენი, ფილმში  „ერთად 99“. რაც შეეხება   მოკლემეტრაჟიანი ფილმების  საკონკურსო სექციას,  აფასებდა სამკაციანი ჟიური.    

გამოვლინდა გამარჯვებული ფილმები: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ალდი“, გიორგი არაბული, ჟიურის სპეციალური დიპლომი - „იყავი ვინმე“, კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის კი სპეციალური ჯილდო გადაეცა ქართველ მსახიობს გია ბურჯანაძეს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში