“ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა კანონიერი იყო” - აიათოლა ალი ხამეინი

04 ოქტომბერი 2024, 14:04 343 ნახვა

ირანის მიერ პირველ ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა ირანის სულიერმა ლიდერმა შეაქო და მას „სრულიად კანონიერი“ უწოდა.

აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ეს იყო „მინიმალური სასჯელი“ ისრაელისთვის, რომელსაც დანაშაულებისთვის იმსახურებს. ლიდერმა მეჩეთში სიტყვით გამოსვლისას ისრაელი ვამპირს, შეერთებული შტატები კი ცოფიან ძაღლს შეადარა.

აღნიშნა, რომ ირანს, პალესტინის სახელმწიფოს, ლიბანსა და სხვა მუსლიმურ ერებს ერთი მტერი ჰყავთ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში