აჭარას ჩინელი ინფლუენსერები და ჟურნალისტები სტუმრობდნენ

04 ოქტომბერი 2024, 15:52 318 ნახვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონს  ჩინელი ინფლუენსერები და ჟურნალისტები სტუმრობდნენ.

მედიატურის მონაწილეები რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. ინფლუენსერებმა მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მტირალას ეროვნული პარკი და ქობულეთის ტურისტული პროდუქტები.

მიმდინარე წელს, აჭარაში ასევე იმოგზაურა ბრიტანელმა, დანიელმა, ესტონელმა, ლატვიელმა, ლიეტუველმა, იტალიელმა, ინდოელმა, ჩინელმა, ყაზახმა, თურქმა, ებრაელმა, არაბმა, აზერბაიჯანელმა, უზბეკმა ჟურნალისტებმა და ინფლუენსერებმა, რომელთა მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ონლაინ სივრცეში მილიონობით წვდომა ჰქონდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში