იაპონიის ღია ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში

05 ოქტომბერი 2024, 11:58 393 ნახვა

ტოკიოში კონტაქტურ კარატეში იაპონიის ღია აბსოლუტური ჩემპიონატი იმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ბათუმელი დავით მსხალაძე, რომელმაც პირველ საშეჯიბრო დღეს იაპონელი მეტოქე დაამარცხა და 32 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა. ჩემპიონატის მთავარი საშეჯიბრო შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება. ცნობისთვის, ტურნირზე ევროპის კონტინენტიდან  წარდგენილი 4  სპორტსმენი ასპარეზობს, კონტაქტური კარატის მსოფლიო ფედერაციის ვერდიქტით საუკეთესო ოთხეულში დავით მსხალაძე იმყოფება. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში