სხდომა ცესკო-ში

05 ოქტომბერი 2024, 15:05 292 ნახვა

ამომრჩევლებს, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ - გადაწყვეტილება ცესკომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ოპოზიციის მიერ წარდგენილ დადგენილების პროექტზე ცესკომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.  მანამდე, სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შელაპარაკება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ ევროსაბჭოს დეკლარაციის წაკითხვას მოჰყვა, სადაც აღნიშნულია, რომ “ცესკო  მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა”.

ცესკოს თავმჯდომარემ კირთაძეს მიკროფონი გაუთიშა, პოლემიკა კი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში