მაკრონი ისრაელისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

05 ოქტომბერი 2024, 18:59 385 ნახვა

ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზას სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მაკრონის თქმით, ღაზას სექტორში, თითქმის, ერთწლიანი ომი “პოლიტიკურ მოგვარებას” საჭიროებს.

„ვთვლი, რომ დღეს პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტას უნდა დავუბრუნდეთ და ისრაელისთვის ღაზაში საომრად იარაღის მიწოდება შევაჩეროთ“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი ისრაელს იარაღს არ აწვდის.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში