ქედის “ბეთლემის” წარმატება

11 აპრილი 2017, 00:00 3208 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ქედის "ბეთლემმა" ვანის "სულორი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი სულორმა 1:0 მოიგო, თუმცა ბეთლემმა მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანა მეტოქის კარში. მომდევნო ტურს ბეთლემი 19 აპრილს სამეგრელოსთან გამართავს. სატურნირო ცხრილში ქედის " ბეთლემი" მეორე ადგილზეა. 

ამავე კატეგორიაში