ცენტრალურ პარკში მაღლივი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ბათუმის მერია

07 ოქტომბერი 2024, 15:06 404 ნახვა
 

ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში მაღლივი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიის მიერ განზრახ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ცენტრალურ პარკში მაღლივი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

 

საკითხი მშენებლობის თაობაზე არ განხილულა და არც ამჟამად განიხილება მერიასა თუ აჭარის მთავრობაში.

 

მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ გაავრცელებენ მცდარ ინფორმაციას და ნუ ეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - აღნიშნულია ბათუმის მერიის ინფორმაციაში.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, იგეგმება ბათუმის ზოოკუთხის გაუქმება და მრავალსართულიანი ობიექტის განთავსება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში