ბათუმის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

08 ოქტომბერი 2024, 10:04 487 ნახვა

ბათუმის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. 2021 წლის 8 ოქტომბერს  დილით 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი – მათგან კი მხოლოდ ორი გადარჩა. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. 

სახლის ჩამონგრევის მიზეზად სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა დასახელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში