ბათუმის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა

08 ოქტომბერი 2024, 11:55 399 ნახვა

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევიდან 3 წელი გავიდა. ტრაგედიის ადგილას დილიდან მიდიან მოქალაქეები და სანთლებს ანთებენ.  ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა. ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები. 

მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული 52  ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და  ბინები უახლოეს პერიოდში გადაეცემათ. 2021 წლის 8 ოქტომბერს კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ამავე ბინაში დასაქმებული ორი მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში