სახელმძღვანელო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით

08 ოქტომბერი 2024, 14:15 262 ნახვა

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელოზე მუშაობს  ჯანდაცვის სამინისტრო  იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად.

პროექტის ფარგლებში, იქმნება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

უკვე დასრულდა, სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიაზე მუშაობა, რასაც ჯანდაცვის მინისტრი და იაპონიიდან სპეციალურად ჩამოსული ექსპერტები გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს წიგნის შინაარსსა და სტრუქტურაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში