ანდრეი დემჩენკო “დინამო” ბათუმის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს

08 ოქტომბერი 2024, 22:58 2523 ნახვა
 
“დინამო” ბათუმის მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგების გამო პოსტს დატოვებს - ინფორმაციას ბათუმური კლუბი ავრცელებს. 
 

"დინამო'' ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგების გამო ანდრეი დემჩენკო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

 

მადლობას ვუხდით ბატონ ანდრეის ჩვენს კლუბში გატარებული დროისთვის და სამწვრთნელო კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ", - წერია “დინამო” ბათუმის განცხადებაში.

28 ტურის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი “დინამო” ბათუმი 42 ქულით მეოთხე ადგილზეა და 13 ქულით ჩამორჩება ევროტურნირების ზონას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში