წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია ხაშურში

09 ოქტომბერი 2024, 10:02 313 ნახვა

წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა ხაშურში. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

ქსელების გარდა მიმდინარეობს მაგისტრალის, ასევე სათავე ნაგებობის, რეზერვუარისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც.

სამუშაოებისთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით 330 მლნ. ლარზე მეტია გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში