საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გასაჩივრებული ნორმები საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს

09 ოქტომბერი 2024, 13:16 331 ნახვა
 

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აქვეყნებს.

გადაწყვეტილების მიხედვით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, სარჩელები ნაწილობრივ მიიღოს არსებით განხილვაში.

 
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ბმულზე.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში