საკონტიტუციო სასამართლო „გამჭვირვალობის კანონს“ განიხილავს, მაგრამ არ აჩერებს

09 ოქტომბერი 2024, 18:31 300 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოქმედება არ შეაჩერა , თუმცა სასამართლომ საქმე არსებითად განხილვაში მიიღო. 

საქართველოს პრეზიდენტი და 122 მოსარჩელე, მათ შორის პარლამენტის 38 დეპუტატი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვაში მიღებამდე შეჩერებას ითხოვდა, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე სარჩელებზე საკონსტიტუციო სასამართლო ერთი თვის განმავლობაში თათბირობდა. ხმაურიან სასამართლო საქმეს უკვე გამოეხმაურნენ სარჩელის ავტორი ოპოზიციური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და უმრავლესობის ლიდერები

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში