ოპერის ოქროს ხმა-გრძელდება

09 ოქტომბერი 2024, 19:58 307 ნახვა

საერთაშორისო კონკურსი “ოპერის ოქროს ხმა“ გრძელდება.  მეორე დღეა კონკურსანტების მოსმენა მიმდინარეობს. მუსიკოსებს აფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საოპერო მუსიკის სფეროს წარმომადგენლები არიან.

კონკურსში 77 მომღერალი ჩაერთო. მეორე ეტაპზე 38 მათგანი გადავიდა, რომლებმაც თითოეულ ტურში ორი საოპერო არია შეასრულეს.

საბოლოოდ გამარჯვებული ხვალ დასკვნით კონცერტზე დასახელდება. ღონისძიება ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. ვოკალური კონკურსი “ოპერის ოქროს ხმა“ წელს მეორედ ტარდება. ის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის “ბათუმის რაფსოდიას“ ნაწილია. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში