ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების ნამუშევრების გამოფენა 

10 ოქტომბერი 2024, 10:19 509 ნახვა

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო ცენტრში ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებისა და ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა მოეწყო.

გამოფენის პარალელურად საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, სადაც არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე იმსჯელეს.

10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ დღის მთავარი გზავნილია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებმა იცხოვრონ დამოუკიდებელი ცხოვრებით, მოითხოვონ საკუთარი უფლებების დაცვა, ჩაერთონ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროგრამების შესრულების პროცესში.

ფსიქიკურ აშლილობას მსოფლიოში 10 მილიონამდე ადამიანი ებრძვის.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში