ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები

10 ოქტომბერი 2024, 10:54 346 ნახვა

ქედის სოფელ პირველი მაისის ტერიტორიაზე ფაროსანის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. თერმული ნისლის გარდა გამოიყენება ცივი შესხურების ტექნოლოგია, წერტილოვანი წამლობები ტარდება სპეციალურ სადგურებზე.

ამ დროისთვის დამუშავებულია 240 ჰა ფართობი. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ბრძოლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება.

წამლობის ღონისძიებები აჭარასა და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში ოქტომბრის ბოლომდე ინტენსიურად გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში