"სარფში" მებაჟე ოფიცრებმა ორ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

11 ოქტომბერი 2024, 16:41 236 ნახვა

შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სალონში არსებულ სათავსოში, ორ შეკვრად დაფასოებული 2,600 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 350,723 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სგპ. ,,სარფში" 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 67 ფაქტი იქნა გამოვლენილი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 1 401 119 ლარი შეადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში