''მთავარში'' ნახავთ 9 საათზე

11 აპრილი 2017, 00:00 2832 ნახვა

 მორიგი საპროტესტო აქცია ქობულეთში. მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის დათმობილი მიწების სანაცვლოდ ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვს. 


ერთ წელიწადში დახარჯული 15 მილიონ ლარზე მეტი. რომელი უწყება ხარჯავს აჭარის მთავრობაში ყველაზე მეტ თანხას დანამატებსა და თანამდებობრივ სარგოებში? გამჭვირვალობის კვლევის შედეგები და მთავრობის პასუხი, მთავარში 9-ზე. 


 ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ ორთვიანი მოთხოვნის შემდეგ აღსარება ჩააბარა. დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ დაკავებული არ აზიარა და განაცახდა, რომ ეს მისი პრეროგატივა არაა. ვრცლად გიამბობთ ნახევარ საათში. 


დაუსრულებელი სასამართლო პროცესი და დაუსრულებელი “თეთრი მაგნოლია.” რას ითხოვენ მაგნოლიაში მცხოვრებლები და რას ჰპირდებიან მათ რჩეულიშვილები? რეპორტაჟი მთავარში 9-ზე. 
 

 

ამავე კატეგორიაში