მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინის დაფინანსება საჭირო არ არის

12 ოქტომბერი 2024, 11:57 313 ნახვა

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი აცხადებ,  რომ უკრაინის დაფინანსება საჭირო არ არის. მაიკ ჯონსონის თქმით, მას უკრაინის მიმართ ამერიკის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელების  ე.წ მადა არ აქვს. სპიკერი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ის კონფლიქტის დასრულებას შეძლებს,  დაურეკავს პუტინს და ეტყვის: „საკმარისია“. რაც შეეხება კამალა ჰარისის გამარჯვებას, თუ ჰარისი პრეზიდენტ გახდება ჯონსონის თქმით პროცესი არ დასრულდება და ეს უიმედო და საშიში სცენარია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში