ეუთო-ოდირის შუალედური ანგარიში

12 ოქტომბერი 2024, 12:00 267 ნახვა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდია მიმოხილული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება სრულად პროპორციული სისტემით.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო კოდექსში 20-ზე მეტი ცვლილება შევიდა, რომლითაც „ოდირის“ რამდენიმე წინა რეკომენდაციაა გათვალისწინებული, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ „ოდირის“ რამდენიმე რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელი რჩება.

აქვე ნათქვამია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ დღემდე დაიცვა ყველა კანონიერი ვადა, ჩაატარა ტრენინგები სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის და წამოიწყო ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია.

დოკუმენტში საუბარია ასევე არჩევნების პერიოდში დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების,  უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შფოთის შესახებ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში