ომი ახლო აღმოსავლეთში

12 ოქტომბერი 2024, 14:48 258 ნახვა

ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის იერიშებს ღაზის სექტორში 49 ადამიანი ემსხვერპლა, 219 კი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროში  მსხვერპლის რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ, რადგან ნანგრევებიდან ადამიანების ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

დაღუპულთა უმრავლესობა ღაზის ჩრდილოეთით,  ჯაბალიას დასახლებაშია. პარალელურად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ჩართულ ირანს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა, რაც ძირითადად სანავთობო სექტორს შეეხება. ლიბანიდან კი ნორვეგიამ დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში