აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-12 საერთაშორისო გამოფენა 

12 ოქტომბერი 2024, 17:54 457 ნახვა

აგრო-სასურსათო პროდუქციისა და  ტექნოლოგიების მე-12  საერთაშორისო გამოფენა  დასრულდა, მონაწილეები სიგელებით    დააჯილდოვეს. გამოფენაში 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. მონაწილეებს ორ დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ  თავიანთი პროდუქცია და სერვისები  პოტენციური მომხმარებლისთვის გაეცნოთ.

აგრო ბათუმი 2024 -ის მიზანი  სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული ადამიანების  ერთმანეთთან დაკავშირებაა,რამაც ხელი უნდა შეუწყოს  ინოვაციური   ინფორმაციის  გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების  ჩამოყალიბებას.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში