ისრაელმა ბოლო 24 საათში ღაზასა და ლიბანში დაახლოებით 230 ტერორისტული სამიზნე დაბომბა

15 ოქტომბერი 2024, 10:23 295 ნახვა
 

ისრაელმა გასულ 24 საათში ღაზასა და ლიბანში დაახლოებით 230 ტერორისტული სამიზნე დაბომბა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში 200-ზე მეტი ჰეზბოლას სამიზნე დაბომბეს, მათ შორის რაკეტების გამშვები დანადგარები და ტანკსაწინააღმდეგო პოზიციები.

ისრაელის ჯარებთან შეტაკებისას კი ჰეზბოლას ათობით მებრძოლი დაიღუპა. სამხედრო ოპერაციები ასევე გრძელდება ჯაბალიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში