''წითელი ცხვირების'' (Red Nose Day) საქველმოქმედო აქცია

11 აპრილი 2017, 00:00 2721 ნახვა

ბათუმში ხვალ "წითელი ცხვირების" (Red Nose Day)  საქველმოქმედო აქცია გაიმართება. აქციის მიზანი, წითელი ცხვირების რეალიზაციის შედეგად შეგროვებული თანხით, სახლის აშენება ან ყიდვაა, სადაც სულ იქნება ტანსაცმელი, საჭმელი და საჭირო ნივთები მათთვის, ვისაც ყიდვის საშუალება არ აქვს.

საერთაშორისო საქველმოქმედო აქციას -  Red Nose Day მოქალაქეების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს. ხვალ ერას მოედანზე, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაიყიდება წითელი ცხვირები, რომლის ღირებულება 5 ლარია. 

ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს წითელი ცხვირი, გადაიღოს ფოტო და გაავრცელოს სოციალური ქსელში. ასევე, შეგიძლიათ გამოიწვიოს მეგობრები. 

აქციას ორგანიზატორი აკაკი (აკა) სინჯიკაშვილია, რომელიც უკვე წლებია დამოუკიდებლად ეწევა ქველმოქმედებას. "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს" - ამ ლოზუნგით, იგი სხვადასხვა საქველმექმოქმედო აქტივობას ახორციელებს. 

ამავე კატეგორიაში