ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ციხისძირში

15 ოქტომბერი 2024, 11:08 375 ნახვა

აჭარის რეგიონში, ციხისძირში, Petra Sea Resort-ში, Pullman-ის ბრენდული სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობა დაიწყო.

ტურისტული კომპლექსის მშენებლობა  2028 წლის ბოლოსთვის  დასრულდება. მშენებლობის დროს 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, პროექტის დასრულების შემდეგ კი 250 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ინფრასტრუქტურის პარალელურად ნავმისადგომისა და იახტ-კლუბის მოწყობაცაა დაგეგმილი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში