ლიბანში „ჰეზბოლას“ 140-ზე მეტ ობიექტს დავარტყით, განხორციელდა ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია - ისრაელის თავდაცვის ძალები

16 ოქტომბერი 2024, 09:58 200 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში ოპერაცია გრძელდება და ბოლო 24 საათის განმავლობაში „ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს და უამრავი იარაღი გაანადგურეს“.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათი ჯარები ჩაერთნენ პირისპირ ბრძოლაში „ჰეზბოლას“ მებრძოლებთან და ასევე დაუპირისპირდნენ მათ ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებით.

მათივე ცნობით, ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ იარაღის სტრატეგიული საცავი გაანადგურა. 

ებრაული მხარის მტკიცებით, იარაღის საცავი ბეირუთის დაჰიას რაიონში მდებარეობდა. ის მიწისქვეშ იყო განთავსებული.

ისრაელის თავდაცვის არმიამ საჰაერო იერიშამდე იქ მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რათა დაბომბვის დროს არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე ოპერაციის დროს არ დაშავებულიყო.

პარალელურად, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიბანის აღმოსავლეთ ნაწილში ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი.

 გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში