აშშ-ის ჯორჯიის შტატში ბიულეტენების ხელით დათვლის წესზე დროებით უარი თქვეს

16 ოქტომბერი 2024, 09:58 244 ნახვა

ამერიკის ჯორჯიის შტატის მოსამართლემ დროებით შეაჩერა  ახალი წესის ამოქმედება, რომელიც  აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში მილიონობით საარჩევნო ბიულეტენის შრომატევად ხელით დათვლას მოითხოვს. 

ხელით დათვლის წესი 20 სექტემბერს მიიღო ჯორჯიის საარჩევნო საბჭომ, რომელსაც  რესპუბლიკელები აკონტროლებენ. ისინი ამბობენ, რომ 5 ნოემბრის არჩევნების უფრო უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ ჩატარება სურთ.  ჯორჯია, სადაც ვადამდელი არჩევნები სამშაბათს დაიწყო, არის 7-დან ერთ-ერთი შტატი, რომელიც  სავარაუდოდ  რესპუბლიკელ ტრამპსა და დემოკრატ ჰარისს შორის  კონკურენციას განსაზღვრავს. 

მოსამართლემ რობერტ მაკბერნიმ  თავის დადგენილებაში აღნიშნა, რომ გონივრული იქნებოდა  ამ ცვლილების შეჩერება, რადგან მას შეაქვს ახალი გაურკვევლობა პროცესში არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე. ამ გადაწყვეტილებაზე  ჯორჯიის შტატის საარჩევნო საბჭოს და რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის  წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში