ვენესუელაში ნავთობტერმინალში ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

16 ოქტომბერი 2024, 09:48 278 ნახვა

21 ადამიანი, მათ შორის მუშები, მეზობლები და მეხანძრე-მაშველები დაშავდნენ ხანძრის შედეგად, რომელიც ვენესუელის ლა სალინის  ნავთობტერმინალზე ნედლი ნავთობის რეზერვუარში გაჩნდა. ამ ნავთობტერმინალს სახელმწიფო კომპანია პეტროლეუს დე ვენესუელა მართავს. 

ხანძარი დილით ადრე გაჩნდა შტორმის დროს, რომელიც  საღამომდე მძვინვარებდა.  ობიექტი, რომელსაც სახელმწიფო ნავთობკომპანია ძირითადად ქვეყნის შიდა პორტებში ნედლი ნავთობის და საწვავის გადასაზიდად იყენებს, მარაკაიბოს ტბის სანაპიროზე ქალაქ  კაბინასის მახლობლად მდებარეობს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში