დეკანოზის ადვოკატების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

12 აპრილი 2017, 00:00 1778 ნახვა

ბრალდებული დეკანოზის ადვოკატების მოთხოვნა, გაუთქმელობის პირობის მოხსნასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას, რომელზეც ადვოკატები არასამთავრობო ორგანიზაცია ''ადამიანის უფლებათა ცენტრთან'' ერთად იმუშავებენ.

ცენტრის იურისტები და დეკანოზის ადვოკატები ამ წუთებში ბრალდებულთან იმყოფებიან. ადვოკატის გიორგი ფანცულაიას, თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გიორგი მამალაძეს ღვთისმსახურება შეუჩერეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამავე კატეგორიაში