აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

17 ოქტომბერი 2024, 10:20 269 ნახვა
 
 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რომლის საერთო ღირებულება 425 მილიონი დოლარია. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა საჰაერო თავდაცვის საშუალებები, „ჰაერი-ხმელეთის“ ტიპის შეიარაღება, შეჯავშნილი მანქანები და კრიტიკული შეიარაღება.

მომდევნო თვეებში აშშ გადასცემს უკრაინას დიდი ოდენობით, ასობით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ჭურვებსა და რაკეტებს, საარტილერიო სისტემებს, ტყვია-წამლის დიდ რაოდენობას, ასობით ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და ათასობით შეჯავშნილ მანქანებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში