კატარის პრემიერ-მინისტრის განცხადება

17 ოქტომბერი 2024, 09:51 204 ნახვა

ბოლო სამი-ოთხი კვირაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა.

კატარის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო სამი-ოთხი კვირის განმავლობაში არ ყოფილა არანაირი საუბარი ან რომელიმე მხარესთან ჩართულობა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.

„რაც შეეხება მოლაპარაკებების პერსპექტივებს, ბოლო სამი-ოთხი კვირის განმავლობაში საერთოდ არ ყოფილა რაიმე საუბარი ან ჩართულობა და ჩვენ უბრალოდ ვმოძრაობთ ერთ წრეზე ყველა მხარის დუმილის ფონზე“, – განაცხადა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ.  კატარი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში