ევრო 2025-ის პლეი-ოფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება

17 ოქტომბერი 2024, 14:19 540 ნახვა
 
 

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიას დაუპირისპირდება. პლეი ოფის ორმატჩიანი დაპირისპირებები 11-19 ნოემბრის შუალედში გაიმართება.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე ადგილი დაიკავა და ისტორიულ შედეგს მიაღწია. რის შედეგადაც გუნდს ზედიზედ მეორედ აქვს შანსი, ფინალურ ტურნირზე ითამაშოს.

16 ნაკრები ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალიდან გააგრძელებს ბრძოლას.

პლეი-ოფის წყვილები ასეთია:

  • ფინეთი - ნორვეგია;
  • ბელგია - ჩეხეთი;
  • საქართველო - ხორვატია

ევროპის 21-წლამდე 2025 წლის ჩემპიონატი 12-29 ივნისს სლოვაკეთში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში